თურქული საზაფხულო სკოლა 16 ივლისს იწყება

მასში 125 ქვეყნიდან 1071 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას

988958
თურქული საზაფხულო სკოლა 16 ივლისს იწყება

 

იუნუს ემრეს ინსტიტუტი (YEE), თავისი მხრიდან მომზადებული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 12 აგვისტომდე 125 ქვეყნიდან 1071 საერთაშორისო სტუდენტს უმასპინძლებს.

ე.წ. თურქულ საზაფხულო სკოლას YEE მეცხრედ გამართავს და სტუმრები თურქეთის მასშტაბით 28 პროვინციის 30 უნივერსიტეტს ეწვევიან, მოივლიან ანატოლიის მრავალ რეგიონს რა,  თურქულ ენისა და ლიტერატურის ცოდნას, ანატოლიური კულტურითაც გაიმდიდრებენ.

გასულ წელს ამავე პროგრამის ფარგლებში თურქეთს 57 ქვეყნიდან 700 სტუდენტი ესტუმრა და ისინი ეწვივნენ 22 უნივერსიტეტს. უცხოელი სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში მოგზაურობენ ანატოლიის ისტორიულ და კულტურულ ადგილებში, ესწრებიან ქორწილებს და ნიშნობებს, ეცნობიან ხალხური რეწვას და მის სფეროებს, სწავლობენ თურქულ ფოლკლორულ ცეკვებს, მოკლედ, მეტად შინაარსიანად ატარებენ საზაფხულო სკოლას და ბოლოს, სტამბოლში ექსკურსიით ასრულებენ თურქეთში გატარებულ დაუვიწყარ დღეებს



მსგავსი ინფორმაციები