"Silver Wind"-მა ქუშადასში ჩამოუშვა ღუზა

ეს საკრუიზო გემი წელს კიდევ სამჯერ ეწვევა თურქეთს

965596
"Silver Wind"-მა ქუშადასში ჩამოუშვა ღუზა

 

დღეს, დილის საათებში ეგეოსის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ქუშადასში ღუზა ჩამოუშვა ბაჰამის დროშიანმა საკრუიზო გემმა "Silver Wind"-მა, რომლის გემბანზეც 270 ტურისტია და ისინი ძირითადად აშშ-ის და ინგლისის მოქალაქეები არიან.

ამ გემის მგზავრები ერთის მხრივ რეგიონის ტურისტულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის ანტიკურ ქალაქ ეფესს და წმინდა მარიამის სახელობის სახლ-ეკლესიას მოინახულებენ, ხოლო მეორეს მხრივ თურქული სამზარეულოს გამორჩეულ საჭმელებს დააგემოვნებენ და აღმოსავლურ ბაზრებში ივაჭრებენ.

ეს საკრუიზო გემი ქუშადაშს ამ წლის განმავლობაში კიდევ სამჯერ ეწვევა.

ამ მეტად კომფორტაბელურ გემს განსაკუთრებული სერვისის კონცეფციაც გააჩნია.  



მსგავსი ინფორმაციები