ტრამპსაც კიმთან მშვიდობის სახლში სურს შეხვედრა

ამის წინადადება მან ტვიტტერით წამოაყენა

961457
ტრამპსაც კიმთან მშვიდობის სახლში სურს შეხვედრა

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონგ-უნთან პირისპირი შეხვედრა  მშვიდობის სახლში ისურვა.

ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონგ-უნთან დაგეგმილი შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა.

სოციალურ ქსელ  Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში ტრამპი აღნიშნავს, რომ 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს, კიმ იონგ უნსა და მოონ ჯი ენს შორის პირველი ისტორიული პირისპირი შეხვედრა სამხრეთ კორეის სასაზღვრო დასახლება პანმუნჟონში მოქმედ “მშვიდობის სახლში“ შესდგა და ისიც სწორედ აქ აპირებს კიმთან შეხვედრას.

"შეხვედრის ადგილად მრავალი ქვეყნის ალტერნატივა გვაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით ყველაზე უკეთესი იქნება ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე მშვიდობის სახლი, მე უბრალოდ ამ წინადადებას ვაყენებ", აღნიშნავს ტრამპი



მსგავსი ინფორმაციები