ჩავუშოღლუს, ლავროვის და ზარიფის შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

მინისტრები სირიის საკითხს განიხილავენ

921617
ჩავუშოღლუს, ლავროვის და  ზარიფის  შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი  და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი,  ჯევად ზარიფი 16 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართავენ შეხვედრას.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ყაზახეთში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ მუსიანკომ გააკეთა. მან  აღნიშნა, რომ ჩავუშოღლუს, ლავროვის და  ზარიფის  შეხვედრის მთავარი თემა სირიაში არსებული მდგომარეობა იქნება. მუსიანკოს თქმით სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინსტრების შეხვედრის შესახებ  ინფორმაცია, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ქაირათ აბდურრაჰმანოვზე დაყრდნობით გაავრცელა.  



მსგავსი ინფორმაციები