ემინე ერდოღანი, TİKA-ს რესტავრირებული სკოლის პრეზენტაცია ბაქოში

თურქეთის თანამშრომლობისა და საკოორდინაციო სააგენტოს (TİKA) მიერ რესტავრირებული რელიგიური ფონდის ლიცეუმის  პრეზენტაცია ბაქოში გაიმართა

838721
ემინე ერდოღანი, TİKA-ს რესტავრირებული სკოლის პრეზენტაცია ბაქოში

თურქეთის თანამშრომლობისა და საკოორდინაციო სააგენტოს (TİKA) მიერ რესტავრირებული რელიგიური ფონდის ლიცეუმის  პრეზენტაცია ბაქოში გაიმართა.  გახსნით ცერემონიალს, რომლის ფიზიკური ინფრასტრუქტურა მოხდა თურქეთის თანამშრომლობისა და საკოორდინაციო სააგენტოს მხრიდან, ემინე ერდოღანთან ერთად შეუერთდნენ აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე ჯეიჰუნ ბაჰრამოვი, თურქეთის რელიგიური ფონდის ყოფილი პრეზიდენტი თაიარ ალთიკულაჯი, თიკას და თრფ-ის წარმომადგენლები.

ემინე ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ ბაქოს თურქული ლიცეუმი გახდება თრფ-ის მოკაშკაშე ვარსკვლავი. სკოლის კურსდამთავრებულები თავიანთ წვლილს შეიტანენ, როგორც აზერბაიჯანის გაძლიერებაში, ისე თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების უფრო განმტკიცებაში.

„სწავლა და განათლება ყველაფერს ნიშნავს. ახდენს ადამიანში არსებული სიმდიდრის გამოაშკარავებას. აშენებს მომავალს. თქვენ გახდებით მომავლის მშენებლები. მჯერა, რომ ინვესტირებას მოახდენთ არა მხოლოდ  აკადემიური და პროფესიონალური წარმატებისთვის არამედ, მსოფლიოსთვის საჭირო თანაგრძნობის, სინდისის და სიყვარულისთვის. ჯანსაღი მომავლის გაშენება შესაძლებელია მხოლოდ ამ ფასეულობებზე“-თქვა ემინე ერდოღანმა, რომელმაც გახსნითი მოხსენების შემდეგ მოირა სკოლის შენობა, სათანადო ინფორმაციები მიიღო უფლებამოსილებისგან და გაესაუბრა მოსწავლეებს.  



მსგავსი ინფორმაციები