თურქული კონგრესი ყაზახეთში

ყაზახეთის ქალაქ თურქისტანში ჩატარდა მეშვიდე საერთაშორისო კონგრესი

830976
თურქული კონგრესი ყაზახეთში

ყაზახეთის ქალაქ თურქისტანში ჩატარდა მეშვიდე საერთაშორისო კონგრესი.

ჰოჯა აჰმედ იასევის საერთაშორისო თურქეთ-ყაზახეთის უნივერსიტეტის ინიციატივით მომზადებული „საფრთხეში მყოფი თურქული ენების“ სახელწოდების კონგრესს, მრავალი მეცნიერი და სტუდენტი შეუერთდა.  

ჰოჯა აჰმედ იასევის უნივერსიტეტის პრორექტორმა თავის მოხსენებაში, ისაუბრა ენის, ადამიანის არსებობის მიზეზზე. აღნიშნა, რომ ადამიანი ენით არსებობს, თუ საფრთხე შეექმნება ენას, საფრთხე შეექმნება თვით ადამიანის არსებობას.

ბაშკენტის უნივერსიტეტის თურქული ენის და ლიტერატურის განყოფილების პროფესორის სუერ ექერის თქმით, მსოფლიოში საფრთხე ემუქრება ზოგ თურქულ ენას. მათ შორის დაასახელა ყირიმის კარაკასული და გაგაუზური.

გამოკვეთა, რომ ენა, რომელიც ცოტა ადამიანის მხრიდან გამოიყენება, დიდხანს ვერ იცოცხლებს. ენის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ ოჯახებში, ბავშვებს არ ასწავლიან მშობლიურ ენას.


საკვანძო სიტყვები: #ყაზახეთი , #კონგრესი , #მეშვიდე

მსგავსი ინფორმაციები