19 აგვისტო ისტორიაში

19 აგვისტო ისტორიაში

791770
19 აგვისტო ისტორიაში

19 აგვისტო ისტორიაში

1630 წლის 19 აგვისტოს მოგზაურობა დაიწყო ევლია ჩელებიმ. ევლია ჩელებიმ 50 წლის მანძილზე ოსმალეთის მიწები ნაბიჯ-ნაბიჯ შემოიარა, გაეცნო სხვადასხვა კულტურებსა და დააკვირდა საზოგადოების ცხოვრების წესსა და მოწყობას. მან ამ მოგზაურობის დროს ნანახი თავის წიგნში „სეიაჰათნამეში“ ანუ „მოგზაურობათა წიგნში“ აღწერა. ევლია ჩელები 1683 წელს ეგვიპტეში გარდაიცვალა. 

1662 წლის 19 აგვისტოს ფრანგი მათემატიკოსი და ფიზიკოსი პასკალი გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში ისე რომ გეომეტრიას არც კი იცნობდა,  წრეებისა და ტოლგვერდა სამკუთხედების ხაზვა დაიწყო და თვითონ აღმოაჩინა, რომ სამკუთხედის შიდა  კუთხეების ჯამი ორი მართი კუთხის ტოლია. 1642 წელს 19 წლის ასაკაში პასკალმა გამომთვლელი მანქანა (კალკულატორი) გამოიგონა. 

1821 წლის 19 აგვისტოს მორას აჯანყების დროს ბერძნებმა ქალაქი ნავარინო აიღეს და 3000 ათასი თურქი მოკლეს. ბერძნები თურქებს ჰპირდებოდნენ, რომ დანებების შემთხვევაში აფრიკის სანაპიროებზე წაიყვანდნენ და გაათავისუფლებდნენ, თუმცა ციხესიმაგრის კარის გაღების შემდეგ, ისინი შეტევაზე გადავიდნენ.

1960 წლის 19 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში 2 ძაღლი, 40 თაგვი, 2 ვირთხა და სხვადასხვა მცენარე სპუტნიკი 5-ის სახელწოდების კოსმოსური ხომალდით გაუშვა. ძაღლები კოსმოსური ხომალდით ერთი დღით კოსმოსში გააგზავნეს და წარმატებით ისევ დედამიწაზე დააბრუნეს.

1915 წლის 19 აგვისტოს პოეტი ტევფიკ ფიქრეთი გარდაიცვალა. მან ლექსების წერა ლიცეუმში დაიწყო და პირველი ლექსი 1883 წელში გამოაქვეყნა. ტევფიკ ფიქრეთმა 1896 წელში თავის მასწავლებლის რეჯაიზადე მაჰმუდ ექრემის შუამავლობით ჟურნალ სერვეთი ფუნუნში დაიწყო მუშაობა. მის ლექსებში წინა პლანზე ერისა და სამშობლოს სიყვარული იყო წამოწეული.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები