ანტიკურ ქალაქ საგალასოსში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება

იზრდება ამ ქალაქში ვიზიტიორ უცხოელთა რაოდენობა

773524
ანტიკურ ქალაქ საგალასოსში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება

ბურდურის ოლქის გუბერნატორი შერიფ ილმაზი ამ ოლქში შემავალ აღლასუნის რაიონში მდებარე ანტიკურ ქალაქ საგალასოსს ეწვია და აქ მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების მწარმოებელი ექსპედიციის უფროსს, ბელგიელ პროფესორ ჯეროენ პობლომეს და მისი ექსპედიციის წევრებს გაეცნო.

მათთან საუბარში გუბერნატორმა სიამაყით აღნიშნა, რომ ამ ბოლო წლებში უცხოელ ტურისტთა ინტერესი ამ ანტიკური ქალაქისადმი გაიზარდა, რაც თვალნათლივ ჩანს ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობაშიც.

“გასულ წელს მთლიანობაში 27 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია ამ ანტიკურ ქალაქს, ხოლო მიმდინარე წლის ამ 6 თვეში უკვე 14 ათასს გადააჭარბა მათმა რაოდენობამ, ასე რომ, წელს შარშანდელზე უფრო მეტ უცხოელ ტურისტს ველით“, განაცხადა გუბერნატორმა და იმედი გამოთქვა, რომ არქეოლოგები ახალ ახალ მასალებს გამოამზეურებენ, რაც კიდევ უფრო გაზრდის უცხოელ თუ ადგილობრივ მოზიარეთა რიცხვს



მსგავსი ინფორმაციები