3 ივნისი ისტორიაში

3 ივნისი ისტორიაში

292531
3 ივნისი ისტორიაში

3 ივნისი ისტორიაში

1098 წლის 3 ივნისს ანტაკია ჯვაროსნებმა დაიპყრეს. სელჩუკების იმპერიის მფლობელობაში მყოფი ანტაკიის ციხე, რვა თვიანი ალყის შემდეგ დაეცა. ანტაკია ჯვაროსნების ხელში ერთი წელი დარჩა, რა ჯვაროსნების იმპერატორმა ანტაკიის სამთავრობო დაარსა და შემდეგ იერუსალიმში გადავიდა. ისტორიის მანძილზე ჯვაროსნების მიზანი იერუსალიმის მუსლიმანებისგან და ებრაელებისგან განთვისუფლება და ქრისტიანების მმართველობაში გადაცემა იყო. პირველი ჯვაროსნული ომების დროს, როდესაც ჯვაროსნულ არმიაში საფრანგეთის, ინგლისის, ბიზანტიის და სხვა არმიები იყვნენ გაერთიანებული, მათ ანტაკიის, სირიის, პალესტინის და იერუსალიმის ტერიტორიების დაპყრობა შესძლეს.

1925 წლის 3 ივნისს თურქეთის ისტორიაში პირველი ოპოზიციური ”პროგრესული რესპუბლიკური პარტია” დაიხურა. 1924 წელს ქაზიმ ქარაბექირის, რაუფ ორბაის და ალი ფუათ ჯებესოის ხელმძღვანელობით, რომლებიც ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის დროს მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდნენ, მათ მიერ ჩამოყალიბებული პარტია დროთა განმავლობაში სახელმწიფო რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა რა, ამიტომაც მათზე მძიმე და ინტენსიური ზეწოლის შედეგად დაიხურა. ამ პარტიის დახურვის შემდეგ მისი წევრების ნაწილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ნაწილმა კი საზღვარგარეთ გაგცევით უშველა თავს. ქაზიმ ქარაბექირი, ალი ფუათ ფაშა და სხვა პირები, რომლებიც ეროვნულ განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობდნენ, ათათურქის მხრიდან შეწყალებულ და სიკვდილის სასჯელისგან განთავისუფლებულ იქნენ.

 1963 წლის 3 ივნისს ნაზიმ ჰიქმეთ რანი გარდაიცვალა. თურქი დრამატურგი, პოეტი და მწერალი ნაზიმ ჰიქმეთ რანი 61 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. იგი თანამედროვე თურქული პოეზიის წარმომადგენელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განთქმული პოეტი იყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მწერალთაგან ნაზიმ ჰიქმეთის ნაწარმოებები მრავალ ენაზე იქნა გადათარგმნილი.

 1989 წლის 3 ივნისს აიეთულლაჰ ჰუმეინი გარდაიცვალა. ირანის ისლამური სახელმწიფოს სულიერი ლიდერი აიეთულლაჰ ჰუმეინი 86 წლის ასაკში ირანის დედაქალაქ თეირანში გარდაიცვალა. 1979 წელს ირანის შაჰის მუჰამმედ რიზა ფეჰლევის რეჟიმის წინააღმდეგ რევოლუციის მომწყობმა აიეთულლაჰ ჰუმეინიმ გაიმარჯვა და ირანის ისლამური სახელმწიფო შექმნა რა, ამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის და სულიერი ლიდერის პოსტი დაიკავა. ირანის მმართველობის პერიოდში მან ანტიდასავლური პოზიცია დაიკავა. იგი აშშ-სთან და საბჭოთა კავშირთან დადებითი ურთიერთობის დამყარებისგანაც თავს იკავებდა. 1980 წელს დაწყებული ირან-ერაყის ბრძოლა, რომელიც 8 წელს გაგრძელდა, ირანმა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურადაც ძლიერი კრახი განიცადა, მაგრამ, ჰუმეინიმ მაინც შესძლო მთავრობაში ლიდერობის პოზიციის შენარჩუნება.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები