28 მაისი ისტორიაში

28 მაისი ისტორიაში

294615
28 მაისი ისტორიაში

28 მაისი ისტორიაში

1812 წლის 28 მაისს ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთს შორის ბუქარესტის ხელშეკრულება იქნა გაფორმებული. 1806 წელს დაწყებული ოსმალეთ-რუსეთის ბრძოლა, რომელიც ექვს წელს გაგრძელდა, ამ ბრძოლის დასრულების ხელშეკრულება რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში გაფორმდა. ხსენებული ხელშეკრულების დადების ერთი-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთ საფრანგეთს შორის დაწყებული სამხედრო პრობლემები, და კიდევ ოსმალეთის არმიის დაღლილობა გახდა. ბუქარესტის ხელშეკრულებით მდინარე დუნაის და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის სუვერენეტიტეტის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები მოხდა.

1830 წლის 28 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ანდრეი ჯექსონმა ადგილობრივი ინდიელების განსახლების კანონი მიიღო. აბორიგენი ინდიელების სხვა ადგილას ჩასახლების კანონი პარლამენტში ხმათა უმრავლესობით მიიღეს. 1820 წელში დაწყებული აბორიგენი ინდიელების გასახლებით, აღნიშნულმა კანონმა მათზე დიდი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში მცხოვრები აბორიგენი ინდიელები ძალით გაასახლეს ქვეყნის დასავლეთში.

1913 წლის 28 მაისს ოსმალეთში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე პირველი გენდერული ორგანიზაცია ”თეალ-ი ნისვანი” ჩამოყალიბდა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობით დაიწყო ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის დღის წესრიგში დაყენება. ეს ორგანიზაცია ასევე მრავალცოლიანობის წინააღმდეგ გამოდიოდა. საბოლოოდ ოსმალეთში 1917 წელს განქორწინების სამოქალაქო კანონი იქნა მიღებული. მრავალცოლიანობის შესახებ კანონში კი, ცოლის ნებართვის შესაბამისად იქნა დაშვებული მრავალცოლიანობა.

1986 წლის 28 მაისს ცნობილი თურქი პოეტი ედიფ ჯანსევერი სტამბოლში გარდაიცვალა. ჯანსევერს მისთვის განკუთვნილი სტილი გააჩნდა, რითაც თურქულ ლიტერატურაში მტკიცედ დაიმკვიდრა სახელი. მან პირველი ლექსი 1944 წელს ჟურნალ სტამბოლში გამოსცა. ახალგაზრდობის პერიოდში დაწერილი ლექსები კი 1947 წელს ”სამხრობისას” სახელის წიგნად გამოსცა. მის ლექსებს ასევე თეატრის სცენებზეც იყენებდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #მაისი

მსგავსი ინფორმაციები