9 მაისი ევროპის დღეა

ომერ ჩელიქმა ოფიციალური მესიჯი გაავრცელა

728723
9 მაისი ევროპის დღეა

დღეს ევროპის დღე აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით ოფიციალური მესიჯი გაავრცელა თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ომერ ჩელიქმა და თქვა, რომ სწამთ და სჯერათ თურქეთის და ევროკავშირის საერთო ღირებულებების და ინტერესების, ამიტომაც, უახლოეს ხანებში ევროკავშირის ორგანიზაციებთან ამჟამად არსებულ უთანხმოების მდგომარეობას, სხვადასხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის აღდგენით უპასუხებენ.

მისივე აზრით ევროპა უკვე აღარ არის გეოგრაფიული ტერმინი, არამედ საერთო ღირებულებების და ინტერესების გამაერთიანებელ ერთ საერთო ქვაკუთხედად გადაიქცა.

მინისტრის თქმით, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების მაღალი სტანდარტები წარმოადგენს.

მანვე მკაცრად გააკრიტიკა ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც მხარს უჭერენ მემარჯვენე რადიკალისტების ისლამოფობიურ და პოპულისტურ მიდგომებს, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ღირებულებებს



მსგავსი ინფორმაციები