თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა 53 წლისაა

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა 53 წლისაა

723549
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა 53 წლისაა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) დაარსების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით TRT-ს გენერალურ დირექტორს შენოლ გოქას მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „ თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა თურქული ენის, ეროვნული და სულიერი ფასეულობების მიმართ ინარჩუნებს მგრძნობელობას და მაგალითს წარმოადგენს სხვა სამაუწყებლო ორგანოებისთვის... ნახევარ საუკუნეზე მეტი გამოცდილებით, ძლიერი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით, ახალი არხებით და მრავალენოვანი გადაცემებით თურქეთის ტელე რადიო მაუწყებლობა დღითიდღე ზრდის მაყურებელთა რაოდენობას და მას დღეს საპატიო ადგილი უკავია მსოფლიო ტელევიზიებს შორის.“    

ამავდროულად, TRT-ს დაარსების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით მაუწყებლობის გენერალური დირექტორი და დელეგაცია ათათურქის მავზოლეუმს ანითქაბირს ეწვია და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.

შენოლ გოქამ ჩანაწერი გააკეთა ანითქაბირის სამახსოვრო წიგნში  და აღნიშნა, რომ TRT მტკიცედ გააგრძელებს მაღლი დონის პრინციპულ მაუწყებლობას.



მსგავსი ინფორმაციები