30 აპრილი ისტორიაში

30 აპრილი ისტორიაში

254749
30 აპრილი ისტორიაში

30 აპრილი ისტორიაში  

1030 წლის 30 აპრილს ღაზნევიდების სახელმწიფოს ჩამომყალიბებელი თურქი მმართველი, ღაზნეველი მაჰმუდი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ღაზნეველების სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე ავღანეთის, ირანის, ცენტრალური აზიის და ინდოეთის მთელ რიგ რეგიონებს. იგი ახალგაზრდობის პერიოდში სახელმწიფოს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. მან ღაზნევიდების სახელმწიფო 998 წელს შექმნა. მაჰმუდმა მისი მმართველობის პერიოდში ინდოეთზე 17-ჯერ გაილაშქრა. იგი ტუბერკულოზის დავადებით გარდაიცვალა. ღაზნეველების სახელმწიფომ 1040 წელს მომხდარ დანდანაკანის ბრძოლის შემდეგ დასუსტება დაიწყო და ღურიდების ბრძოლის შემდეგ კი საერთოდ დაიშალა.
   

1920 წლის 30 აპრილი ანკარის მთავრობის მიერ ევროპის ქვეყნებისადმი თურქების ახალი სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის აღიარების მიმართვის დღეა. ეს მიმართვა ევროპაში მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ შედგენილი ტექსტით იქნა გავრცელებული. პირველი მსოფლიო ომის დასრულების თაობაზე პარიზში ხელმოწერილი ხელშეკრულების შემდეგ, ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების სახელზე გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნული იქნა, რომ თუ ევროპის ქვეყნები თურქეთის პარლამენტს არ აღიარებენ, მაშინ მათი მხრიდან მიღებული არცერთი გადაწყევტილება თურქულ სახელმწიფოზე და თურქ ხალხზე არ გავრცელდება. ამის შემდეგ 1921 წელს ლონდონში ჩატარებულ კონფერენციაზე ანტანტის ქვეყნებმა ანკარის მთავრობა ლეგიტიმურად ცნეს.

1945 წლის 30 აპრილს ნაცისტური გერმანიის დიქტატორმა ლიდერმა ადოლფ ჰიტლერმა თავი მოიკლა. მეორე მსოფლიო ომის დროს დამარცხებული ჰიტლერი ბოლო სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ცოლთან, ევა ბრაუნთან ერთად, ერთ ოთახში განმარტოვდება და შემდეგ იარაღით მოიკლავს თავს. ჰიტლერის ცოლმა ევა ბრაუნმა კი, რომელთანაც ადოლფმა თავის მოკვლის წინა დღეს იქორწინა, თავი ციანიდით მოიკლა. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა ფაშისტური რეჟიმით იმართებოდა, ხოლო საგარეო პოლიტიკა კი აგრესიულობით გამოირჩეოდა. 1939 წელს პოლონეთზე თავდასხმით მეორე მსოფლიო ომის დამწყებმა ჰიტლერმა, ალიანსი ჩამოაყალიბა და ევროპის უდიდესი და აზიის ერთი ნაწილი დაიპყრო. ჰიტლერმა თავისი მმართველობის პერიოდში ებრაელებზე გენოციდი განახორციელა და 100 ათასობით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა.
  

1975 წლის 30 აპრილს ვიეტნამის ბრძოლა დასრულდა. ვიეტნამის ბრძოლა 1959 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამს შორის დაიწყო რა, 1965 წელს აშშ-ც ჩაერთო ამ ბრძოლაში და სამხრეთ ვიეტნამს დაუჭირა მხარი. ამ ბრძოლაში საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა კი ჩრდილოეთ ვიეტნამს სამხედრო და ეკონომიური მხარდაჭერა გაუწია, რითაც ომი კიდევ უფრო გამწვავდა. საერთოდ კი ამ ბრძოლის პერიოდში, მთლიანობაში 2 მილიონამდე ადამიანი დაღუპა, მათ შორის 53 ათასი აშშ-ს ჯარისკაცი დაიღუპა. ვიეტნამის ბრძოლის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამი გაერთიანდა და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა რა, ქვეყნის მმართველობაში კომუნისტური პარტია მოვიდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აპრილი

მსგავსი ინფორმაციები