მთავრობის წარმომადგენლები მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულის პროგრამას დაესწრნენ

მთავრობის წარმომადგენლები მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულის პროგრამას დაესწრნენ

716052
მთავრობის წარმომადგენლები მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულის პროგრამას დაესწრნენ

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი ანკარაში „შუამავალი და სანდო საზოგადოება“ სახელწოდების წმ. მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულისადმი მიძღვნილ პროგრამას დაესწრო და სიტყვით გამოსვლისას რელიგიური გრძნობების ბოროტად გამოყენების საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რელიგიური გრძნობების ბოროტად გამომყენებლებს წინ აღვუდგეთ, რადგან ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გასული წლის 15 ივლისს, თუ რა მოუტანა რელიგიის  ბოროტად გამოყენებამ  ჩვენს ქვეყანას,“ განაცხადა ილდირიმმა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ისლამი საზოგადოებას და მომავალ თაობებს სწორად უნდა შეასწავლონ. მან ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნებში გახშირებული ისლამოფობიური ქმედებებიც დაგმო და აღნიშნა, რომ დასავლეთი ასეთი კომპლექსიდან უნდა განთავისუფლდეს.  პროგრამაზე სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარე ისმაილ ქაჰრამანიც და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თაობები მუჰამმედ შუამავლის ნამდვილ ცხოვრებას მიჰბაძავენ და ისე იცხოვრებენ. ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა, კი დასძინა, რომ როგორც უდიდესი ცივილიზაციის შთამომავლები, მთავრობის სახელით სანდო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს გააკეთებენ. გუშინდელ პროგრამაზე ასევე სიტყვით გამოვიდა რელიგიის საქმეთა სამმართველოს უფროსი მეჰმედ გორმეზიც და იმაზე გაამახვილა ყურადღება თუ  მუჰამმედ შუამავლის დროს ქალების რაოდენს სანდო გარემოში ცხოვრობდნენ.



მსგავსი ინფორმაციები