წყლის ფესტივალს 285 კაცი ემსხვერპლა

ფესტივალი 4 დღეს გრძელდება

715246
წყლის ფესტივალს 285 კაცი ემსხვერპლა

 

მიანმარის ადგილობრივი მას მედიის ცნობით, ამ ქვეყანაში ახალი წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ 4 დღიანი Thingyan-ის, ე.ი. წყლის ფესტივალის ფარგლებში დაღუპულთა რაოდენობამ 285 კაცს მიაღწია, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა კი 1073 კაცს გადააჭარბა.

ამავე ცნობით ამ ფესტივალის დღეებში 1200-მდე ავტოავარია მოხდა და 285 კაციც სწორედ ამ ავარიებს ემსხვერპლა.

გასული წლის ფესტივალის დროს 967 სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა, რასაც 272 ადამიანი ემსხვერპლა.

წყლის ფესტივალი მიანმარის გარდა ტაილანდში და ლაოსშიც იმართება და ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს წყლის პისტოლეტებით, რეზინის მილებით, ტაშტებით და სხვა ჭურჭლეულით წუწავენ, რითაც სიმბოლურად გასული წლის ცოდვებისგან თავისუფლდებიან  



მსგავსი ინფორმაციები