დღეს რეღაიბის ღამეა

დღეს, ისლამური სამყარო სამთვეულის დასაწყისად მიჩნეულ რეღაიბის ღამეს აღნიშნავს

702310
დღეს  რეღაიბის ღამეა

დღეს, ისლამური სამყარო სამთვეულის დასაწყისად მიჩნეულ რეღაიბის ღამეს აღნიშნავს. რეღაიბის ღამე მთვარის კალენდრის პირველ ხუთშაბათ-პარასკევის დამაკავშირებელ ღამეს აღინიშნება. ეს ღამე მუსლიმებში „წყალობის და პატიების ღამედ“ აღიქმება. თურქეთში ამ ღამესთან დაკავშრებით ყველა მეჩეთებში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ამ მადლიან ღამესთან დაკავშრებით ანკარის სამუფთო ბეშთეფე მილლეთ მეჩეთში სპეციალურ ღონისძიებას ჩაატარებს.  რეღაიბის ღამესთან დაკავშირებით თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა მეჰმედ გორმეზმა მუსლიმებს რეღაიბის ღამე ანუ სამთვეულის დასაწყისი მიულოცა და თავის მილოცვაში განაცხადა: „სამთვეულის დასაწყისი ყველა ჩვენთაგანისთვის სიკეთის, მტკიცე რწმენის და ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს. საჭიროა ჩვენს ცხოვრებას კიდევ ერთხელ გადავხედოთ. მოდით ყველამ ერთად ამ ღამეს თავი ყოველგვარი შურისძიების და ზიზღის გრძნობებიდან შორს დავიკავოთ და ღმერთს პატიება, შენდობა, მშვიდობა და კეთილდღეობა შევთხოვოთ.“


საკვანძო სიტყვები: #ისლამი , #სამთვეული , #რეღაიბის ღამე

მსგავსი ინფორმაციები