26 მარტი ისტორიაში

26 მარტი ისტორიაში

281199
26 მარტი ისტორიაში

26 მარტი ისტორიაში​

1452 წლის 26 მარტს სტამბოლის ევროპულ ნაწილში რუმელის სახელწოდების ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო. სულთან მეჰმედ მეორის ბრძანებით რუმელის ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო. ბიზანტიისგან შავი ზღვის მხრიდან მოსალოდნელი ყოველგვარი თავდასხმის წინააღმდეგ აგებული ეს ციხესიმაგრე სტამბოლის აღებამდე იქნა აშენებული, რომლის მშენებლობაც 4 თვეზე დასრულდა. ილდირიმ ბეიაზეთის მხრიდან აშენებული ანადოლუ ჰისარის სახელობის ციხესიმაგრის მოპირდაპირე მხარეს მდებარე რუმელის ციხესიმაგრის მშენებლობაზე 300 ოსტატი, 800 მუშა მუშაობდა, ხოლო სამშენებლო მასალას 200 ურემი ეზიდებოდა. დაახლოებით 30 მეტრი სიმაღლის, 7 მეტრი სიგანის მქონე რუმელის ციხესიმაგრემ 1509 წლის სტამბოლის მიწისძვრის დროს დიდი ზიანი განიცადა, რომელსაც შემდგომ რესტავრაცია ჩაუტარდა. სტამბოლის აღების შემდეგ ციხესიმაგრემ მთავარი ფუნქცია დაკარგა და დღეისათვის მისი ერთი ნაწილი მუზეუმადაა გადაკეთებული, ხოლო მეორე ნაწილი კი სხვადასხვა ფესტივალების დროს ამპითეატრის მოვალეობას ასრულებს.

1921 წლის 26 მარტს ჰალით შაზი ქოსემიჰალი გარდაიცვალა. თურქეთის სტომატოლოგიის სფეროში წარმომადგენელი ჰალით შაზი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან განათლება სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტში მიიღო, შემდეგ კი სხვადასხვა დაწესებულებებში სტომატოლოგად მუშაობდა. მან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში კბილის დაავადებების შესახებ კვლევები ჩაატარა. 1909 წელს სტამბოლში პირველი სტომატოლოგიის სასწავლებლის ჩამომყალიბებელთაგან ჰალით შაზი დიდი ხნის მანძილზე ამ სასწავლებელში კბილის ექიმად მუშაობდა.

1995 წლის 26 მარტს ბილგინ დორუქი გარდაიცვალა. თურქული კინოს ცნობილი მსახიობი ბილგინ დორუქი გულის უკმარისობის გამო სტამბოლში გარდაიცვალა. იგი 1953 წლის თურქეთის სილამაზის კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა რა, ამის შემდეგ დაიწყო მსახიობობა. დორუქი იმ პერიოდში თურქულ ეროვნულ ფილმებში ყველაზე მეტ როლში მოთამაშე ქალ მსახიობად ითვლება.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები