ესპანეთმა თავსაბურიანი ქალი გაამართლა

იგი სამუშაოზე აღადგინა

674786
ესპანეთმა თავსაბურიანი ქალი გაამართლა

ესპანეთში, ერთ-ერთმა სასამართლომ ბოლო დროს ევროკავშირის ქვეყნებში ხშირად დღის წესრიგში დაყენებული თავსაბურიანი ქალების საკითხისთვის  სამაგალითო გადაწყვეტილება მიიღო. კუნძულ მალიორკას  ქალაქ პალმას რეგიონულმა სასამართლომ აეროპორტში მომუშავე ქალი, რომელიც თავსაბურს ატარებდა და ამ მიზეზის გამო გაანთავისუფლა სამსახურიდან, სასამართლომ გაამართლა. ესპანეთის მოქალაქე ანა საიდი როდრიგუეზი, რომელმაც თავსაბურის ტარების გადაწყვეტილება მიიღო, აეროპორტიდან გაანთავისუფლეს. როდრიგუეზმა ფირმის წინაააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და გაიმარჯვა კიდეც. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ფირმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სეკულარიზმის, ნეიტრალიტეტის და ესპანეთის კონსტიტუციას, რომელიც ადამიანის რელიგიურ თავისუფლებას ემხრობა, ამ  პრინციპებს ეწინააღმდეგება. სასამართლომ ფირმას ასევე აღნიშნული პირის დროულად სამსახურში დაბრუნება და მასზე 4491 ევროს კონპენსაციის გადახდაც დაავალა. 



მსგავსი ინფორმაციები