ლავროვმა ტრამპის განცხადება შეაფასა

მანაც მხარი დაუჭირა სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნას

661819
ლავროვმა ტრამპის განცხადება შეაფასა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ერითრეელ კოლეგა ოსმან მუჰამმედ სალეჰთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ მოწყობილ ერთობლივ კონფერენციაზე შეფასება მისცა რა ტრამპის განცხადებას სირიაში უსაფრთხოების ზონების შექმნის შესახებ, თქვა, რომ მსგავსი ზონების შექმნა შეიძლება გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებებითა და კოორდინირებით.

“თუ ასეთი ზონები მოემსახურებიან სირიაში იძულებითი დევნილების უსაფრთხოებას, სადაც მათ გაეწევათ ჰუმანიტარული დახმარება და ამით თუნდაც ოდნავ შეუმსუბუქდებათ მდგომარეობა როგორც სირიის მეზობელ ქვეყნებს, ასევე ევროკავშირს, მაშინ, ასეთი ზონების შექმნა შეიძლება მოხდეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებებითა და კოორდინირებით“, განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, ამ საკითხს უფრო დეტალურად გაარკვევს ვაშინგტონთან კონტაქტების დროს   



მსგავსი ინფორმაციები