ანკარა აგრძელებს პალესტინელებისადმი დახმარების მიწოდებას

ამ ჯერად 2 გემით ჩაუტანეს ტანსაცმელი ღაზელებს

661737
ანკარა აგრძელებს პალესტინელებისადმი დახმარების მიწოდებას

თურქეთ-ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თურქეთიდან 2 გემით, "Lady Leyla" და "Eclips"-ით ღაზზელებისათვის ჩატანილი მორიგი ჰუმანიტარული დახმარების, რომელიც მთლიანად ტანსაცმელისგან შესდგება, განაწილება გრძელდება.

ღაზელები თვით მოდიან ბაზრობის სისტემით გამოფენილ ადგილებში და თვითვე ირჩევენ რა სასურველ ტანსაცმელს, უკვე 200 ათასს მიაღწია იმ პალესტინელ ოჯახთა რაოდენობამ, რომლებმაც ისარგებლეს თურქეთის დახმარებით.

თურქეთმა უფრო ადრე კვების პროდუქტები, მედიკამენტები, ყოველდღიური საჭიროების ნივთ-საგნები და სათამაშოები გაუგზავნა ღაზელებს და ისინი  70 საბავშვო ბაღსა და 680 ბაგა-ბაღს გაუნაწილეს.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პირველი გემი კი Lady Leyla იყო, რომელმაც ღუზა აშდოდის ნავსადგურში გასული წლის 3 ივლისს ჩამოუშვა და კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა, სულ მთლიანობაში 11 ათასი ტონის დახმარება  ჩაუტანა ღაზელებს



მსგავსი ინფორმაციები