ობამამ ჯო ბაიდენი დააჯილდოვა

მას თავისუფლების ორდენი გადასცა

650719
ობამამ ჯო ბაიდენი დააჯილდოვა

ბარაკ ობამა, რომელსაც თითზე ჩამოსათვლელი დღეებიღა დარჩა საპრეზიდენტო სავარძლის ტრამპისადმი გადაბარებამდის, თეთრ სახლში გამოსათხოვარი ღონისძიება მოაწყო, რომლის დროსაც ქვეყნის ყველაზე უმაღლესი ჯილდოთი, თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ასეთი მეტად საპატიო ჯილდოს მიღებისას ვერ მოერია ემოციებს და ცრემლები წამოუვიდა.

ობამას თქმით, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობა საუკეთესო არჩევანი იყო თავისთვისაც და ამერიკელი ხალხისთვისაც.

ხსენებული ორდენით დაჯილდოებულნი არიან ასევე რომის პაპი იოანე პავლე მეორე, აშშ-ს ექს-პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი



მსგავსი ინფორმაციები