ითო-ს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს

იუსუფ ელ უსეიმინი ითო-ს მე-11 გენ. მდივანი გახდა

613153
ითო-ს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეკრება გაიმართა, რომელზედაც 1969 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის რიგით მე-11 გენერალურ მდივნად იუსუფ ელ უსეიმინი აირჩიეს, რომელიც ფიცის ცერემონიის დასრულების შემდეგ ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

ამავე შეკრებაზე მადლობა გამოუცხადეს ავადმყოფობის გამო გენერალური მდივნის თანამდებობიდან წასულ იიად მედენის.

ითო-ს ახალ გენერალურ მდივანს საუდის არაბეთის სოციოლოგიური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და 2008 წლიდან 2014 წლამდე საუდის არაბეთის სოციალურ საქმეთა მინისტრს წარმოადგენდა, ხოლო ბოლო წლებში მედენის მთავარი მრჩეველი და ითო-ს ოფისის დირექტორი იყო  



მსგავსი ინფორმაციები