გერმანიას ორმოცდასამმა ფეთოელმა თავშესაფრისათვის მიმართა

ამ ფაქტს უარყოფს შტაინმაიერი

611264
გერმანიას ორმოცდასამმა ფეთოელმა თავშესაფრისათვის მიმართა

ანკარაში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალტერ შტაინმაიერმა მიუღებელი უწოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს და თურქეთიდან გაქცეული ტერორისტები, გერმანიას აფარებენ თავს. მაგრამ, გერმანიის საიდუმლო დოკუმენტები მის ამ განცხადებას ეწინააღმდეგებიან.

ფეთულას ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან 15 ივლისს გადატრიალების მცდელობის შემდეგ მარტო გერმანიის ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის რეგიონს თურქული დიპლომატიური პასპორტის მფლობელმა 43 პირმა თავშესაფრისათვის მიმართა. გაზეთ Rheinische Post-ის საიდუმლო დოკუმენტების ინფორმაციით, თავშესაფრის მომთხოვნებს შორის სამხედროები, დიპლომატები და სხვადასხვა მაღალჩინოსანი პირების ოჯახების წევრები არიან.

ამავე გაზეთის ინფორმაციით, თავშესაფრის მთხოვნელთა ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა თუ არა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

თუმცა, დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე თავი ისე დაიჭრა, თითქოს და საკითხთან დაკავშრებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა და განაცხადა, რომ ტერორისტების მფარველობის ბრალდება მათთვის მიუღებელია.



მსგავსი ინფორმაციები