ჩინეთის ვიცე პრემიერი თურქეთშია

ვიცე პრემიერი ვანგ იანგი, საკონსულტაციო სხდომების პირველ შეკრებაზე მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა თურქეთში.

603892
ჩინეთის ვიცე პრემიერი თურქეთშია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე პრემიერი ვანგ იანგი, 2015 წელში ვიცე პრემიერთა დონეზე დაწესებული საკონსულტაციო სხდომების პირველ შეკრებაზე მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა თურქეთში.

პირველი შეხვედრა ჩაატარა ჩანქაიას კოშკში, პრემიერ ბინალი ილდირიმთან. ერთ საათიან შეხვედრაზე განიხილა ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაფართოება.

ერთნაირი პოზიცია გამოითქვა აბრეშუმის გზის გამოცოცხლების საკითხში და ყურადღება გამახვილდა ერთობლივი პროექტის წარმართვაზე.

ბინალი ილდირიმმა მადლობა გამოთქვა 15 ივლისის, ტერ-ორგანიზაცია ფეტოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ,  ჩინეთის, თურქეთისადმი გამოჩენილი თანადგომის მიმართ. კმაყოფილება გამოთქვა ჩინეთის, ფეტოსთან დაკავშირებული პირების და ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯის გამო.

ჩინეთის ვიცე პრემიერმა კი, აღნიშნა, რომ ნებას არ დართავენ თურქეთის საწინააღმდეგო არანაირ საქმიანობას და ყველანაირ ღონისძიებას გაატარებენ ფეტოს ელემენტების წინააღმდეგ. გამოთქვა რწმენა, რომ ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება საკონსულტაციო მექანიზმის ფარგლებში ვიცე პრემიერ მეჰმეთ შიმშეკთან შეხვედრაც.



მსგავსი ინფორმაციები