ლევრატი შვეიცარიაში ისლამის ოფიციალურ რელიგიად აღიარებას ითხოვს

ამის შესახებ მან SonntagsZeitung-თან საუბარში განაცხადა

558506
ლევრატი შვეიცარიაში ისლამის ოფიციალურ რელიგიად აღიარებას ითხოვს

შვეიცარიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა კრისტიან ლევრატმა გაზეთ SonntagsZeitung-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დადგა დრო, რათა ისლამი შვეიცარიაში ოფიციალურ რელიგიად იქნას აღიარებული და ამის შესახებ ჩაწერილ იქნას ქვეყნის კონსტიტუციაში.

“თუ ისლამი ოფიციალურ რელიგიად იქნება აღიარებული, მაშინ, მუსლიმანი სასულიერო პირების სწავლებას სახელმწიფო დააფინანსებს და ამ შემთხვევაში ეს რელიგია უცხო ან რადიკალისტ-ექსტრემისტი პირების ხელში ვეღარ გადავა, ხოლო ისლამი შვეიცარიისათვის გახდება თუ არა უნიკალური რელიგია, ეს უკვე საკამათო თემაა“, აღნიშნა ლევრატმა.

მისი ეს წინადადება გამოაქვეყნა ასევე გაზეთმა 20 Minuten-მა, რომელმაც ამასთან დაკავშირებით საანკეტო გამოკითხვაც მოაწყო



მსგავსი ინფორმაციები