ავსტრია ანტი თურქული განცხადებების გამოქვეყნებას არ ერიდება

ანკარის ზეწოლის შედეგად ორივე განცხადება წააშლევინეს

551382
ავსტრია ანტი თურქული განცხადებების გამოქვეყნებას არ ერიდება

ოფიციალურმა ანკარამ, ავსტრიის დედაქალაქ ვენის Schwechat-ის საერთაშორისო აეროპორტის ბილბორდზე გამოქვეყნებული მეორე ანტი თურქული ინფორმაციაც წააშლევინა.

ეს სკანდალური ინფორმაცია თურქეთის მიმართ ე.წ. შავი პროპაგანდის როლს ასრულებდა და მისი ჯერ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუტ ჩავუშოღლუს ჩარევით და შემდეგ მისივე მითითებით მოქმედებაზე გადასული თურქეთის ავსტრიაში საელჩოს ინიციატივით ამოღებულ იქნა ბილბორდიდან.  

გასულ კვირას კი იმავე აეროპორტის იმავე ბილბორდზე ერდოღანის საწინააღმდეგო ინფორმაცია იყო განთავსებული და ისიც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ ამოღებულ იქნა ბილბორდიდან.

ამ ორივე ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ავსტრიის საელჩოს მრჩეველი და მკაცრად დაგმეს რა ეს ანტი თურქული გამოხტომები,  ახსნა-განმარტებებიც მოითხოვეს მისგან



მსგავსი ინფორმაციები