TRT-ს განცხადება პუტჩთან დაკავშირებით

"ჩვენ არ გადავუხვევთ სიმართლის გზიდან"

532920
TRT-ს განცხადება პუტჩთან დაკავშირებით

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობისას პუტჩისტები თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობაში, TRT-ში შევიდნენ  და თავიანთი ბრძანებულება მთავრობის დამხობისა და კომენდანტის საათის შემოღების თაობაზე, იარაღის ძალით წააკითხეს ახალი ამბების წამყვანს.

ამასთან დაკავშირებით  TRT-ს გენერალურმა დირექციამ მიზანშეწონილად სცნო ამ განცხადების საჯაროდ გამოქვეყნება, რომელშიც აღნიშნულია:

15 ივლისის ღამეს, ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა განხორციელდა და ამ ლაჩრულ მცდელობას ვაჟკაცურად აღუდგა რა ჩვენი ხალხი და უსაფრთხოების ძალები, უკან დაახევინეს მოღალატეებს და ასე, ერთიანი ძალისხმევით აღკვეთეს სამხედრო პუტჩი.

თუმცა ამ გადატრიალების მცდელობას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მრავალი ობიექტი დაიბომბა, მათ შორის ჩვენი ორგანიზაცია, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ც.

პუტჩისტებმა შესძლეს ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე საათით დაპყრობა და იარაღის ძალით თავიანთი განკარგულების ტელევიზიით გავრცელება. დიახ, მოღალატეებმა ხალხის ფულით ნაყიდი ტანკები და თვითმფრინავები თვით ხალხის და მის მიერ არჩეული მთავრობის დასამხობად გამოიყენეს. თუმცა, როგორც კი გაიგეს თრტ-ს თანამშრომლებმა ამ ორგანიზაციის პუტჩისტების მხრიდან დაპყრობა, იმწამსვე მიაშურეს მას და პოლიციის ძალებთან ერთად გაჰყარეს ოკუპანტები და ასე დაიცვეს თავიანთი ორგანიზაცია.

ასე რომ, რამდენიმე საათიანი ოკუპაციის შემდეგ TRT-მ კვლავ გაგრძელა ნორმალური მაუწყებლობა.

პუტჩისტების დამარცხებაში პრეზიდენტ ერდოღანთან, პრემიერ ილდირიმთან, პოლიტიკური პარტიებთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტარებთან, არასამთავრობოებთან ერთად ხალხის მტკიცედ თანადგომამაც უდიდესი წვლილი შეიტანა, რის გამოც დიდი მადლობას მოვახსენებთ ყველას.

მადლობას მოვახსენებთ ასევე თურქეთის რესპუბლიკის მონაპოვრების დამცველ თურქ ხალხს, მის ძალოვან სტრუქტურებს და საერთოდ ყველას, ვინც ეროვნული ნება არ დააჩოქინა მოღალატეებს.

ამასთან ერთად სამძიმარს ვუცხადებთ თურქ ხალხს გმირულად დაღუპული შეჰიდების გამო, ხოლო ათასობით დაჭრილს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ჩვენ მადლიერები ვართ ასევე დემოკრატიისა და ეროვნული სუვერენიტეტის ხმის, მრავალრიცხოვანი მაუწყებლობებისა და მას მედიის საშუალებებისა, რომლებმაც პუტჩის მუქარის მიუხედავად გააგრძელეს პრინციპული დგომა და სიმართლის თქმა, არ შეუშინდნენ იარაღს და არჩეული მთავრობისა და ხალხის გვერდით დადგნენ რა, არც TRT-ე მიატოვეს მარტოდ მარტო. 

ჩვენი ტელე-რადიო მაუწყებლობა ამის შემდეგაც მხოლოდ კონსტიტუციით და კანონებით მინიჭებულ უფლებებს და პასუხისმგებლობებს სრულად გამოიყენებს რა, კვლავ დარჩება ხალხის ხმად. მას ვერ დააშინებს ვერც ერთი ძალა და ამიტომ ვერც თავისი სამართლის გზიდან გადაახვევინებენ რა, ბოლომდის ერთგული დარჩება თავისი ხალხისა, ხელისუფლებისა და შეჰიდების წმიდათაწმინდა სულებისა  



მსგავსი ინფორმაციები