ელი ვიზელი გარდაიცვალა

იგი ყველაზე ცნობილი გახდა ავტობიოგრაფიული წიგნით „ღამე“, რომელიც 10 მილიონი დაიბეჭდა

523169
ელი ვიზელი გარდაიცვალა

ჰოლოკოსტის მომსწრე, მწერალი და  ნობელის პრემიის ლაურეატი  ელი ვიზელი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ისრაელის მთავრობამაც გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ მისი გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით რაიმე სხვა სახის განცხადება არ გაუვრცელებიათ. ფაქტს ასევე ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა. 1944 წელს რუმინეთში დაბადებული, ვიზელი ნაცისტების მხრიდან აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს. მას ბანაკში და, დედა და მამა გარდაეცვალა, ხოლო ორ დასთან ერთად 1945 წელს განთავისუფლებული იქნა. ელი ვიზელმა აშშ-ში ცხოვრების დროს 40-ზე მეტი წიგნი დაწერა. იგი  ძალადობის და რასიზმის წინააღმდეგ დგომისათვის, 1986 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ელი ვიზელი ყველაზე  ცნობილი გახდა ავტობიოგრაფიული წიგნით „ღამე“, რომელიც 10 მილიონი დაიბეჭდა.



მსგავსი ინფორმაციები