პირველი მაისი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება

პირველი მაისი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება

481923
პირველი მაისი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება

 პირველი მაისი,  მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე  მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პირველი მაისი ხანგრძლივი სამუშაო საათების 8 საათზე დაყვანამდე გაგრძელებული ბრძოლის სახელია. მსოფლიოს მასშტაბით მშრომელების მოთხოვნილებები სწორედ 1 მაისს დაკმაყოფილდა და ამიტომ მშრომელთა საერთაშორისო დღეც 1 მაისს აღინიშნება. პირველი მაისი სამხრეთ კორეის დედაქალქ სეულის ჩათვლით, აზიის ქვეყნების ყველა დედაქალაქში აღინიშნება. უკეთესი მომავლის მოთხოვნილებებით ხალხმრავალი მსვლელობები გაიმართა ფილიპინებში,  მალაიზიაში, კამბოჯაში და ინდონეზიაში. მუშათა და მშრომელთა გაერთიანების, სოლიდარობის და თანადგომის დღე 1 მაისი 135  ქვეყანაში უქმ დღედ არის გამოცხადებული. ამ დღესთან დაკავშრებით ყველაზე ხანგრძლივი არდადეგები კი  ჩინეთშია, რის გამოც მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების მიზნით დამატებითი ავტობუსების, მატარებლების და თვითმფრინავების რეისები დაინიშნა. დღევანდელი დღე ასევე სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში თურქეთშიც აღინიშნება.  



მსგავსი ინფორმაციები