“ჩვენ, დიდმა თეთრმა გემმა გადაგვარჩინა“

თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ვიდეო რგოლი მოამზადა

451943
“ჩვენ, დიდმა თეთრმა გემმა გადაგვარჩინა“

თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა, რომელმაც ბოლო წლებში ეგეოსის ზღვის წყლებში ათასობით არალეგალი მიგრანტი გადაარჩინა დახრჩობა-დაღუპვისგან, ამ არალეგალური მიგრანტობის საწინააღმდეგო ვიდეო რგოლი მოამზადა, რომელსაც ჰქვია “ჩვენ, დიდმა თეთრმა გემმა გადაგვარჩინა“ და რომელიც ამ სიტყვებით იწყება: ეგეოსში მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, მაგრამ, ზოგიერთებს იმედები დასავლეთზე აქვთ.

მასში ჩართულია მრავალი ის ოპერაცია, რომლებშიც თურქებს უიმედო და სიკვდილის პირას მყოფი ლტოლვილები ზღვიდან გამოჰყავთ, ხოლო ამ უკანასკნელების მთავარი წინადადება არის: ჩვენ, დიდმა თეთრმა გემმა გადაგვარჩინა, რომელიც წარმოთქვა თურქების მიერ გადარჩენილმა პატარა სირიელმა ბიჭუნამ



მსგავსი ინფორმაციები