მიგუელ პოვედამ სტამბოლი დაიპყრო

მისმა კონცერტმა სრულ ანშლაგში ჩაიარა

440993
მიგუელ პოვედამ სტამბოლი დაიპყრო

მსოფლიოში სახელგანთქმულმა ესპანელმა მომღერალმა მიგუელ პოვედამ გუშინწინ თურქეთში თავისი პირველი გასტროლების ფარგლებში კონცერტი გამართა, რომელმაც სრულ ანშლაგში ჩაიარა.

ფლამენგოს ვარსკვლავად წოდებულმა პოვედამ თავის ლათინურ რიტმულ მუსიკას ჰარმონიულად შეუხამა ასეთივე ცეცხლოვანი ცეკვები და მაყურებლის ოვაციები დაიმსახურა.

იგი 15 წლის ასაკიდან მღერის და სულ 11 ალბომი გამოსცა, მათ შორის ოქროს და პლატინის, ხოლო ორჯერ კი ყველაზე საუკეთესო ფლამენგოს ალბომზე იქნა წარდგენილი.

პოვედა მფლობელია ასევე საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოსი, ჟერეზ ფლამენგოს ჯილდოსი და კატალონიის 2011 წლის ეროვნული კულტურის ჯილდოსი.

მას ასობით კონცერტები აქვს ჩატარებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში



მსგავსი ინფორმაციები