TRT ანტალიაში მესამე საგანათლებო პროგრამას იწყებს

კურსები ერთ კვირას გაგრძელდება

400356
TRT ანტალიაში მესამე საგანათლებო პროგრამას იწყებს



თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა-TRT წელს მესამედ უმასპინძლებს მისივე მხრიდან ორგანიზებულ საერთაშორისო მედია განათლების პროგრამის-UMEP-ის მონაწილეებს.

ეს პროგრამა 7 დეკემბერს ანტალიაში აიღებს სტარტს და 1 კვირა გაგრძელდება რა, მასში მონაწილეობას მიიღებს 115 ჟურნალისტი მსოფლიოს 47 ქვეყნიდან.

ამ პროგრამის ფარგლებში სტუმრები TRT-ს მრავალრიცხოვანი სატელევიზიო და რადიო არხების პროგრამებს და მათი მსოფლიო მაუწყებლობის, ახალი ამბების, ახალი მედიის, არქივების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მუშაობას და ამასთან თრტ-ს 51 წლიან გამოცდილებას, ხედვას და მისიას გაიზიარებენ.

გარდა ამისა, ამავე UMEP-ის ფარგლებში სატელევიზიო მაუწყებლობის, ინფორმაციების, ახალი ამბების და განათლების, რადიომაუწყებლობის, ახალი მედიისა და არქივის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა მსგავსი პროგრამების მუშაობაც იქნება შეფასებული.

სტუმრებს მედია სექტორში არსებულ ახალ სიახლეებს გააცნობენ სპეციალისტები როგორც თვით თრტ-დან, ასევე მის ფარგლებს გარედან მოწვეული სტუმრებიც.

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ კურსანტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები