რომის პაპი ნიუ ორკიდან ფილადელფიაში გადავიდა

საღამოს იგი რომში დაბრუნდება

354357
რომის პაპი ნიუ ორკიდან ფილადელფიაში გადავიდა


აშშ-ში გრძელდება რომის პაპის ვიზიტი და შეხვედრები.

ნიუ ორკიდან, სადაც სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, იგი პენსილვანიაში გადავიდა და 10 ათასზე მეტ მსმენელს იმედიანი მოწოდებით მიმართა.

ამ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა რელიგიურ თავისუფლებებზე და უფლებებზე რა, ლტოლვილების მდგომარეობაც არ დაივიწყა და ძმურად და მეგობრულად თანაცხოვრებისკენ მოუწოდა ყველას.

კათოლიკური სამყაროს ლიდერი დღეს ფილადელფიის ხელოვნების ცენტრის წინ შეკრებილი ხალხის წინაშეც გამოვა სიტყვით, შემდეგ კი რომისკენ აირებს გეზს და ბოლო წერტილს დაუსვამს ამერიკულ ვოიაჟს, რომლის ფარგლებში კუბასაც ეწვია


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები