ვატიკანსა და პალესტინას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას

ვატიკანმა სცნო პალესტინის სახელმწიფოებრიობა

321225
ვატიკანსა და პალესტინას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას


ვატიკანსა და პალესტინას შორის პაპის რეზიდენციაში ხელმოწერილი პირველი ოფიციალური შეთანხმებით, ვატიკანი ფაქტიურად სცნობს პალესტინის დამოუკიდებლობას.

შეთანხმების ეს ახალი ტექსტი ეფუძნება 2000 წლის 15 თებერვალს ვატიკანსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას შორის ხელმოწერილი შეთანხმების ტექსტს და მეტად ისტორიული მნიშვნელობისაა იმ თვალსაზრისით, რომ ვატიკანი ამით სცნობს პალესტინის სახელმწიფოებრიობას.

8 თავისა და 32 მუხლისაგან შემდგარი ეს ტექსტი ითვალისწინებს ასევე პალესტინის მიწებზე არსებული კათოლიკური ეკლესიების ფუნქციონირებას, რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო პროცესისადმი მხარდაჭერას და სხვა საკითხებს.

ამით პალესტინის სახელმწიფოებრიობის მცნობი ქვეყნების რაოდენობა 136-მდე გაიზარდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები