დღეს ნოვრუზ ბაირამობაა

“ნოვრუზი გაზაფხულის და ბუნების გამოცოცხლების ზეიმია“

274865
დღეს ნოვრუზ ბაირამობაა


დღეს ნევრუზის დღესასწაულია, რომელსაც ზეიმობს მრავალი ქვეყანა შუა აზიიდან დაწყებული ბალკანეთით დამთავრებული. ნევრუზის დღესასწაული გაზაფხულის, ბუნების გამოღვიძებისა და განახლების სიმბოლოა. ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მიმართვა გაავრცელა პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი დღესასწაული, გაზაფხულის მოსვლის აღსანიშნავი ნოვრუზ-ბაირამობა არის მშვიდობისა და მეგობრობის ზეიმი, რომელიც საუკუნეებია რაც აღინიშნება თურქულ სამყაროში და იგი მახარობელია განწმენდის, განახლებისა და უარყოფითისაგან განთავისუფლების.

“წლევანდელი ნევრუზი ემთხვევა ქურთ ტერორისტებთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესს და ამიტომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციებისგან და რადიკალური განცხადებებისგან“, ხაზგასმულია ერდოღანის მესიჯში.

მისივე აზრით, საერთო კულტურის ყველაზე მდიდარი ელემენტებიდან ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც სიმბოლოა მშვიდობის. ბარაქის და თანადგომის, უკვე გადაიქცა საერთაშორისო დღესასწაულად, რომელიც აღინიშნება მსოფლიოს ოთხივ კუთხეში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები