ბოგოტაში მდებარე ექსტერანდოს უნივერსიტეტი ხვალ თურქეთის ისტორიის

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მდებარე ექსტერანდოს უნივერსიტეტი ხვალ თურქეთის ისტორიისათვის მნიშვნელოვან სიმპოზიუმს უმასპინძლებს

214541
ბოგოტაში მდებარე ექსტერანდოს უნივერსიტეტი ხვალ თურქეთის ისტორიის

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მდებარე ექსტერანდოს უნივერსიტეტი ხვალ თურქეთის ისტორიისათვის მნიშვნელოვან სიმპოზიუმს უმასპინძლებს.

ანკარის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გასამართ სიმპოზიუმში, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „1915 - ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ხანგრძლივი წელი“ მონაწილეობას მიიღებენ მექსიკის, კოლუმბიის, კუბის, ვენესუელას, პერუს, კოსტა რიკასა და ჩილის, მთლიანობაში კი 12 ქვეყნის 22 წარმომადგენელი.

სიმპოზიუმს გახსნიან ანკარისა და ექსტერანდოს უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორი ერქან იბიში და ხუან კარლოს ჰენაო. სიმპოზიუმი ეძღვნება პირველი მსოფლიო ომის განმსაზღვრელ გავლენას ოსმალეთის იმპერიაზე და მისი მიზანია ლათინური ამერიკის ინფორმირება იმის თაობაზე, რამდენად რთული იყო 1915 წელი ოსმალეთის იმპერიისათვის.

სიმპოზიუმს, რომელიც 12 თებერვლამდე გაგრძელდება, გახსნის და დახურავს კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ხელოვანთა მუსიკალური ჯგუფი „ორი სიტყვა“.

სიმპოზიუმთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ მონაწილეთა ვებ გვერდი imperiootomano1915.blogspot. com

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები