ანკარის "Shopping Festival"-ი 29 აგვისტოს იწყება

იგი 14 სექტემბრამდის გასტანს

72099
ანკარის "Shopping Festival"-ი 29 აგვისტოს იწყება



ანკარის წლევანდელი ვაჭრობის ფესტივალი ივნისში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, სომას ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო იგი გადავადებულ იქნა.

და აი ანკარის ვაჭრობის პალატამ წერილობით გაცხადება გაავრცელა ამასთან დაკავშირებით, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ანკარის “Shopping Festival“-ი ოფიციალურად გაიხსნება 29 აგვისტოს და გაგრძელდება 14 სექტემბრამდის.

ფესტივალის ეგიდით საგრძნობლად დაბალ ფასებში გაიყიდება როგორც თურქული, ასევე უცხოური ბრენდების ნაწარმები, ხოლო ამის პარალელურად ყველა ჰიპერმარკეტში და სუპერმარკეტში ამავე ფესტივალის ფარგლებში კონცერტები, მოდის ჩვენებები, თეატრალური და კინო ჩვენებები მოეწყობა, ხოლო გურმანები კი თურქულ საჭმელებს დააგემოვნებენ.

მოკლედ, ანკარა ამ ფესტივალზე 10 ათასობით ადგილობრივებთან ერთად უცხოელ მოქალაქეებსა და ტურისტებსაც ელის

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები