TRT 50 წლის იუბილეს ზეიმობს

62111
TRT 50 წლის იუბილეს ზეიმობს



თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა 50 წლის იუბილეს ზეიმობს. TRT -მ მაუწყებლობა რადიოთი დაიწყო, ხოლო ბოლო წლებში განხორციელბული ინვესტიციებით მას უკვე 13 სატელევიზიო და ათობით რადიო არხი აქვს.

TRT -ს აღნიშნული იუბილე თურქეთის პრეზიდენტმა აბდულლა გიულმა მიულოცა და აღნიშნა, რომ TRT რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობაში თურქეთში ლიდერია და თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის მიერ ეროვნულ და საერთაშორისო არენაზე მიღწეული დონე საამაყოა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება საზოგადოებრივ მაუწყებლობაში TRT -ს წარმატებაზე.

TRT -ს 50 წლის იუბილე მიულოცა ასევე ვიცეპრემიერმა ბულენთ არინჩმა და დასძინა: ” TRT თანამედროვე თურქეთის სარკეა, მრავალხმიანობის, თავისუფალი აზრისა და სიტყვის გამოხატვის, მაღალი დონის საიმედო მაუწყებლობის მაგალითია”.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები