ჩინეთმა აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა

ჩინეთმა აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა

2108065
ჩინეთმა აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა

ჩინეთის ხელისუფლებამ გააკრიტიკა 17 ჩინური კომპანიის ჩართვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონმა გამოიყენა თავისი იურისდიქცია საზღვრებს გარეთ ცალმხრივი სანქციებით და ეს გადაწყვეტილება "ეკონომიკური ბულინგის ტიპიური მაგალითია".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი მიიღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის კომპანიების ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა დედაქალაქ პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი უკრაინის კრიზისში ობიექტურ და ნეიტრალურ დამოკიდებულებას იცავს და ცდილობს წაახალისოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და ითამაშოს კონსტრუქციული როლი პოლიტიკური გადაწყვეტისთვის.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ნორმალური კომერციული და ეკონომიკური თანამშრომლობის სამიზნე არ არის მესამე მხარე და არ დაექვემდებარება მესამე მხარის ჩარევას და რომ ისინი წინააღმდეგნი არიან ჩინური კომპანიების მიმართ უკანონო სანქციების დაწესებისა.

23 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მეორე წლისთავამდე, აშშ-მა სანქციების სიაში შეიატანა 9 ჩინური კომპანია და დაუწესა ექსპორტის შეზღუდვები 8 კომპანიას, იმ მოტივით, რომ ისინი ვაჭრობენ პროდუქციით, რომელსაც შეუძლია სამხედრო მხარდაჭერა რუსეთისთვის უკრაინის ომში.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #აშშ , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები