მეჰმედ შიმშექი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს
მეჰმედ შიმშექი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს
2130453
![მეჰმედ შიმშექი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/35bd/fa63/29cf/662606443d837.jpg?time=1722045278)
ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშექი აგრძელებს შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი აშშ-ს ხაზინის მინისტრის მოადგილეს უოლი ადეიმოს შეხვდა.
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შიმშექმა და ადეიმომ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუცვალეს გლობალურ ეკონომიკურ პერსპექტივაზე, ასევე აშშ-სა და თურქეთის ეკონომიკაზე.
შეხვედრაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების გაღრმავების გარდა, ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა.