BYD თურქეთში ფართომასშტაბიან ინვესტიციას დებს

ჩინური კომპანია, BYD თურქეთში ფართომასშტაბიან ინვესტიციას დებს

2160835
BYD თურქეთში ფართომასშტაბიან ინვესტიციას დებს

მსოფლიოში ცნობილი, უმსხვილესი ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Build Your Dreams (BYD) თურქეთში ელექტრო და დატენვის ჰიბრიდული მანქანების წარმოების ქარხანას და კვლევისა და განვითარების ცენტრს აყალიბებს.

ჩინურ კომპანია BYD-სა და მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს შორის თურქეთში ინვესტიციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

თურქეთსა და ჩინურ კომპანიასთან საინვესტიციო მემორანდუმს ხელი, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა და BYD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანგ ჩუანფუმ სტამბოლში, პრეზიდენტის დოლმაბაჰჩეს სამუშაო ოფისში, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, BYD, სავარაუდოდ, დააარსებს ელექტრო და დატენვის ჰიბრიდული მანქანების წარმოების ქარხანას, რომელიც იქნება წლიური 150 ათასი ავტომობილის ტევადობით და მდგრადი მობილობის ტექნოლოგიების ცენტრს, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციით. ობიექტში 5 ათასამდე ადამიანის პირდაპირი დასაქმება იგეგმება, რომლის წარმოების დაწყება 2026 წლის ბოლოს იგეგმება.

BYD, თურქეთში განსახორციელებელი ინვესტიციებით, მიზნად ისახავს მიაღწიოს მომხმარებლებს ევროპაშიც.



მსგავსი ინფორმაციები