აშშ ჩინურ ბანკებს სანქციებს დაუწესებს

აშშ ჩინურ ბანკებს სანქციებს დაუწესებს

2131670
აშშ ჩინურ ბანკებს სანქციებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინური ბანკების ერთი ჯგუფისთვის ემზადება სანქციების დაწესებისთვის, რომელთა შორისაცაა ასევე SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა.

გაზეთი Wall Street Journal-ის ცნობით, ვაშინგტონი ამ გზით შეეცდება პეკინის დასჯას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიაში მხარდაჭერისთვის.

სანქციების საკითხი გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვიზიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

ჯერ-ჯერობით უცნობია ათქმევინებს თუ არა სანქციების საფრთხე უარს ჩინეთს რუსეთთან თანამშრომლობაზე.

2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პეკინი თავს იკავებს ორივე მხარისთვის სამხედრო დახმარების გაწევისგან.

თუმცა, გასული წლის განმავლობაში ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ოპტიკური სისტემებისა და სამხედრო გამოყენებისთვის შესაფერისი დრონების ჩათვლით ორმაგი ფუნქციის საქონლის ექსპორტი რუსეთში.

ჩინეთი ასევე გახდა რუსეთისთვის ინტეგრირებული სქემების, თვითმფრინავების კომპონენტებისა და აღჭურვილობის ნომერ პირველი მიმწოდებელი.

ამ გზით, რუსეთს შეუძლია შეინარჩუნოს თავისი სამხედრო ინდუსტრია უკრაინის ფრონტზე უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #ბანკი , #ჩინეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები