აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს
ჯონ კირბიმ ონლაინ პრესკონფერენციაზე ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები შეაფასა
ამერიკის შეერთებული შტატები პარასკევს გამოაცხადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, რომელსაც პასუხისმგებლობას აკისრებს ციხეში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯონ კირბიმ ონლაინ პრესკონფერენციაზე ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები შეაფასა.
კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთმა რა გზავნილიც არ უნდა მისცეს მსოფლიოს, ის არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე.
"პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი მთავრობა პასუხისმგებელნი არიან ნავალნის სიკვდილზე. საპასუხოდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებების შესაბამისად, ჩვენ გამოვაცხადებთ მასშტაბური სანქციების პაკეტს პარასკევს“. - აღნისნა კირბიმ.
მან არ ისაუბრა პაკეტის შინაარსზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პაკეტით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ნავალნის სიკვდილზე, ასევე მის 2 წლიანი თავდასხმებზე უკრაინაში.
ჯონ კირბის თქმით, ისინი ელიან, რომ ახალი მხარდაჭერის პაკეტს კონგრესი მიიღებს უმოკლეს ვადაში კიევის მხარდასაჭერად.
რუსეთის ფედერალურმა ციხის სამსახურებმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ მსჯავრდებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა ციხეში, სადაც ის იმყოფებოდა და სიკვდილის მიზეზს გამოიძიებენ.