ყველაზე მეტი თხილი გერმანიაში გაიყიდა

ყველაზე მეტი თხილი გერმანიაში გაიყიდა

2037633
ყველაზე მეტი თხილი გერმანიაში გაიყიდა

2022-2023 წლების საექსპორტო პერიოდში თურქეთმა ყველაზე მეტი თხილი გერმანიაში გაიტანა.

შავი ზღვის რეგიონის თხილისა და პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში საუბარია 2022-2023 წლების საექსპორტო სეზონის პერიოდზე, რომელიც მოიცავს 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 31 აგვისტოს.

აღნიშნულ პერიოდში საზღვარგარეთ 298 ათას 557 ტონა თხილი, 1 მილიარდ 795 მილიონ 189 ათას 783 დოლარად გაიყიდა.

საზღვარგარეთულ გაყიდვებში პირველ ადგილზე გერმანიაა (85 ათას 447 ტონა), ხოლო მას იტალია (54 ათას 690 ტონა) და საფრანგეთი (21 ათას 132 ტონა) მოჰყვება.



მსგავსი ინფორმაციები