პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ შავ ზღვაში აღმოაჩინეს ბუნებრივი აირის ახალი მარაგი

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ შავ ზღვაში აღმოაჩინეს 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ახალი მარაგი

1923960
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ შავ ზღვაში აღმოაჩინეს ბუნებრივი აირის ახალი მარაგი

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ შავ ზღვაში აღმოაჩინეს 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ახალი მარაგი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი იმაზე მეტი გახდა, ვიდრე ქვეყანა, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის აპროექტებს და აწარმოებს თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციას და დაამატა: „ჩვენ მივედით იმ პოზიციამდე, რომ დღითი დღე მზარდი ექსპორტით მთელს მსოფლიოში თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციით ჩვენზე საუბრობენ“.

ერდოღანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მომავალ წელს უსაფრთხოების საკითხში მტკიცედ გააგრძელებენ ტერორიზმის აღმოფხვრის სტრატეგიის განხორციელებას მთელი სამხრეთი საზღვრების გაყოლებაზე.

„განსაკუთრებით სირიიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ საფრთხეების აღმოსაფხვრელად 30 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ხაზზე არსებული ხარვეზების დასაფარად ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს“. - თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან ასევე გაავრცელა სასიხარულო ინფორმაცია შავ ზღვაში 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ახალი მარაგის აღმოჩენის შესახებ და განაცხადა, რომ შავ ზღვაში გაზის მარაგმა 710 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია და რეგიონში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საერთაშორისო საბაზრო ფასმა 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ახალი საძიებო სამუშაოებს.



მსგავსი ინფორმაციები