ევროკავშირის მე-8 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირმა წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რომელიც რუსეთთან სავაჭრო აკრძალვებს და რუსული ნავთობზე მაქსიმალური ფასის დაწესებასაც მოიცავს

1886005
ევროკავშირის მე-8 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირმა წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რომელიც რუსეთთან სავაჭრო აკრძალვებს და რუსული ნავთობზე მაქსიმალური ფასის დაწესებასაც მოიცავს.

ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის წინადადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გამოაცხადეს.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების „ყალბ“ რეფერენდუმს და უკრაინის ტერიტორიის ანექსიას არ აღიარებენ და რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბირთვული მუქარა და მობილიზაციის გამოცხადება დაძაბულობას ზრდის.

მანვე თქვა, რომ ამის გამო ევროკავშირმა მოამზადა და წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას.

ფონ დერ ლაიენის მიერ შემოთავაზებული ახალი სანქციების პაკეტის მიხედვით, რომელიც ამოქმედებისთვის უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ, სანქციების სიას დაემატება ზოგიერთი პირი და ორგანიზაცია, ასევე ვაჭრობისა და ნავთობის იმპორტის გარკვეული შეზღუდვები.

ამ კონტექსტში ზოგიერთი რუსული საქონლის იმპორტი აიკრძალება. ევროკავშირის გაანგარიშებით, რუსეთი 7 მილიარდი ევროს შემოსავალს დაკარგავს, რადგან ეს საქონელი, რომლის დეტალები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ევროპულ ბაზარზე ვერ მოხვდება.

გარდა ამისა, დაწესდება შეზღუდვები ევროკავშირის მიერ წარმოებული ზოგიერთი საქონლის რუსეთში ექსპორტზე. ამ გზით ისინი მიზნად ისახავენ რუსეთის არმიისთვის სამხედრო სფეროში სასიცოცხლო ტექნოლოგიების ჩამორთმევას. ამ საქონელში შედის საავიაციო მასალები, ელექტრონული კომპონენტები და ქიმიკატები.

სანქციების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს მომსახურების სექტორს, უკრძალავს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ რუსეთში საჯარო კომპანიების მართვაში.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სანქციების პაკეტში ასევე შედის რუსული ნავთობი და დაამატა: „რუსეთი იყენებს წიაღისეული საწვავის გაყიდვით მიღებულ მოგებას ომის დასაფინანსებლად./.../. ამ პაკეტში ჩვენ ვქმნით სამართლებრივ საფუძველს რუსული ნავთობზე მაქსიმალური ფასის დასაწესებლად“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ასევე განაცხადა, რომ მათ გააფართოვეს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სია, რომლებიც სანქციებს დაექვემდებარებიან.

ბორელმა თქვა, რომ სია შედგება იმათგან, ვისაც წილი მიუძღვის "რუსეთის მიერ უკრაინის მიწების ოკუპაციასა და ანექსიაში", მათ შორის არიან მაღალი რანგის სამხედრო პირები, გადაწყვეტილების მიმღებები, ზოგიერთი ოლიგარქი და პროპაგანდისტი.

ბორელმა განაცხადა, რომ ისინი მიზნად ისახავენ „პირდაპირი პასუხის“ გაცემას მათთვის, ვინც ომის ესკალაციას იწვევს 300 000 ადამიანის გაწვევით.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ სამიზნეს წარმოადგენენ ის რუსი ჩინოვნიკები, რომლებიც დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ეგრეთ წოდებული "რუსეთის წარმომადგენლები" არიან, ადამიანები, რომლებმაც მოაწყვეს ყალბი რეფერენდუმები უკრაინის 4 რეგიონში და ამ სიას ასევე თავდაცვის ინდუსტრიიდან რამდენიმე ადამიანსაც დაამატებენ.



მსგავსი ინფორმაციები