შავი ზღვიდან მარცვლეულის გადაზიდვის ხელშეკრულების მომზადების პროცესი დასრულდა

შავი ზღვიდან მარცვლეულის გადაზიდვის ხელშეკრულების მომზადების პროცესი დასრულდა

1858037
შავი ზღვიდან მარცვლეულის გადაზიდვის ხელშეკრულების მომზადების პროცესი დასრულდა

შავი ზღვიდან მარცვლეულის გადაზიდვის ხელშეკრულების მომზადების პროცესი დასრულდა.

მარცვლეულის გადაზიდვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია დღეს სტამბოლში გაიმართება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, უკრაინული და რუსული მხარის და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში თურქეთის დროით 16:30 საათზე გაიმართება.

სტამბოლი გარკვეული პერიოდია მასპინძლობს რუსეთის, უკრაინისა და გაეროს ოფიციალური პირების მონაწილეობით შეხვედრებს, რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან,  უკრაინის პორტებში ჩარჩენილი მარცვლეულის საერთაშორისო ბაზარზე ტრანსპორტირების საკითხზე.



მსგავსი ინფორმაციები