ევროკავშირს სურს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიღება გააორმაგოს

ევროკავშირს სურს რუსული ბუნებრივი გაზის ალტერნატივად გააორმაგოს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიღება

1856312
ევროკავშირს სურს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიღება გააორმაგოს

ევროკავშირს სურს რუსული ბუნებრივი გაზის ალტერნატივად გააორმაგოს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიღება.

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა, სოციალურ ქსელში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ პოსტი გააზიარა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ისინი დღეს აზერბაიჯანთან ახალ ენერგეტიკულ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს და დაამატა: „ევროკავშირი მიმართავს ენერგიის უფრო სანდო მომწოდებლებს“.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „ჩვენი მიზანია გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება რამდენიმე წელიწადში“ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოებისა და კლიმატის მეგობარ ტრანსფორმაცაში.

ფონ დერ ლაიენს აზერბაიჯანში თან ახლავს ევროკომისიის ენერგეტიკაზე პასუხისმგებელი წევრი კადრი სიმსონი.

 



მსგავსი ინფორმაციები