„ენიგმა“ 3 მილიონ 161 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

„ენიგმა“ 3 მილიონ 161 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

1776624
„ენიგმა“ 3 მილიონ 161 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სამკაული, შავი ბრილიანტი (ენიგმა) აუქციონზე 3 მილიონ 161 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. შავი ბრილიანტი, სახელად „ენიგმა“, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, 2,6-დან 3,8 მილიარდი წლის წინ ასტეროიდის დედამიწაზე შეჯახებით წარმოიქმნა, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, Sotheby's-ის მიერ გამართულ აუქციონზე გაიყიდა.

ენიგმა, რომელიც ნედლი სახით 800 კარატს იწონიდა, სამ წლიანი დამუშავების შემდეგ  555,55 კარატამდე დავიდა.  

ენიგმა, რომელიც ამერიკის ძვირფასი ქვების ინსტიტუტის (GIA) მიერ აღიარებულია, როგორც „მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი“, 2006 წელს „მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტი“-ს სახელით გინესის რეკორდების წიგნში იქნა შეყვანილი.

მყიდველის ვინაობა არ გახმაურებულა.


საკვანძო სიტყვები: #გაიყიდა , #ენიგმა

მსგავსი ინფორმაციები