სტამბოლს 11 თვის განმავლობაში 7 მილიონ 980 ათას 311 უცხოელი ტურისტი ეწვია
სტამბოლს 11 თვის განმავლობაში 7 მილიონ 980 ათას 311 უცხოელი ტურისტი ეწვია
1754814
მიმდინარე წლის 11 თვის მანძილზე სტამბოლს, 7 მილიონ 980 ათას 311 უცხოელი ტურისტი ეწვია. სტამბულის კულტურისა და ტურიზმის დირექტორატის მონაცემებით, მიმდინარე წელს სტამბოლში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 127%-ით გაიზარდა.
ზემოთ ხსენებულ პერიოდში სტამბოლს ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი რუსეთიდან (85 ათას 300), ირანიდან (67 ათას 25), გერმანიიდან (40 ათას 451), ისრაელიდან (37 ათას 558), საფრანგეთიდან (35 ათას 116), ბრიტანეთიდან (31 ათას 624), ამერიკიდან (27 ათას 298), უკრაინიდან (25 ათას 144), უზბეკეთიდან (24 ათას 836), ერაყიდან (22 ათას 868) და სხვა ქვეყნებიდან ეწვივნენ.